არაწესიერი ზმნების ჩამონათვალი

ტესტის დაწყება

ინგლისური არაწესიერი ზმნები (English Irregular Verbs )

რისთვის გვჭირდება არაწესიერი ზმნების ცოდნა? ძირითადი ინგლისური ზმნები არაწესიერ ზმნებს მიეკუთვნება ( be, go, let, cut, come და ა. შ. ). ინგლისურ ენაში ზმნის გადაყვანა წარსულ დროში ჩვეულებრივ მარტივად ხდება - ზმნის ძირითად ფორმას (infinitive), ემატება - ed დაბოლოვება და ზმნა გადაყვანილია წარსულში. მაგალითად: lived, kissed, cooked. ეს რაც შეეხება წესიერ ზმნებს, ანუ Regular Verbs. მაგრამ რაც შეეხება არაწესიერ ზმნებს ანუ Irregular Verbs, საქმე ცოტა უფრო რთულადაა. ამ შემთხვევაში - ed დაბოლოვება არ გამოგვადგება, რადგან ამ არაწესიერი ზმნებიდან ყველას, აქვს თავისი საკუთარი განსხვავებული ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ წესებს არ ექვემდებარება. მაგალითად: eat, drive, meet.

  1. ზმნები, რომლებსაც სამივე დროში ერთნაირი ფორმა აქვთ. მაგალითად cut, put, let. ზმნების ეს ჯგუფი ძალიან მარტივი დასამახსოვრებალია.
  2. ზმნები, რომლებსაც ერთნაირი წარსული ფორმა აქვთ. მაგალითად buy, bring, catch
  3. ზმნები, რომლებსაც ერთნაირი Infiinitive და Past Participle აქვთ. მაგალითად come, run
  4. ზმნები, რომლებიც ყველა ფორმაში განსხვავეულია. მაგალითად be, eat, know

ამ არაწესიერი ზმნების დასამახსოვრებლად რა თქმა უნდა საჭიროა მათი ხშირად გამეორება. შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე, გაიაროთ არაწესიერი ზმნების ტესტი, და გამოსცადოთ თქვენი ცოდნა. აპლიკაციის მოხმარებისთვის რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

ტესტის დაწყება