მოდალური ზმნები ინგლისურ ენაში Shall და Will გამოიყენება მომავალი დროის წარმოებისთვის. მათი გამოყენების ტრადიციული წესი ასეთია: გამოიყენეთ Shall პირველი პირის შემთხვევაში (I, we), რათა აწარმოოთ მომავალი დრო, და გამოიყენეთ Will ყველა დანარჩენ შემთხვევაში (he, she, they, it...). მაგალითად:
მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მათი გამოყენება შეიძლება სხვა წესებს ემორჩილებოდეს. მაგალითად შეიძლება ამ წესის შეტრიალება დაგვჭირდეს რაიმეს მტკიცე გადაწყვეტილების გამოხატვის დროს:
არის მოსაზრება, რომ დღეს უკვე Shall ნაკლებად გამოიყენება როგორც ამერიკულ ასევე ბრიტანულ ინგლისურში.მაგალითად არ ჩაითვლება შეცდომად, თუ საუბრისას იტყვით:
მაგრამ შეკითხვის დასმის დროს აუცილებელია მათი განსხვავება:
ასევე აუცლიებელია Shall მოდალური ზმნის გამოიყენება პირველ პირში შეკითხვის დასმის, შეთავაზების ან რჩევის კითხვის შემთხვევაში:
Shall ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს მეორე და მესამე პირში, რათა გამოვხატოთ დაპირება, ბრძანება ან მუქარა:
ძალიან მოსახერხებელია Shall და Will დამხმარე ზმნების შემოკლებული ფორმების გამოყენება, რომლებიც ერთმანეთის მსგავსია უარყოფითი წინადადების გარდა: