ამ კითხვაზე ცალსახა და ზუსტი პასუხი არ არსებობს. არის მოსაზრება, რომ ინგლისურ ენაში არის 1000000-ზე მეტი სიტყვა. თუმცა, ნებისმიერ ენაში, სიტყვათა რაოდენობის დათვლისას გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. მაგალითად რა ითვლება ერთ სიტყვად. იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ჩაითვალოს სიტყვად ლინგვისტიკაში დებატები არ წყდება. არსებობს სიტყვები და მათგან წარმოებული სხვადასხვა ფორმები.(წარსული, მრავლობითი..). ასევე ერთ სიტყვას შეიძლება მრავალი მნიშვნელობა ჰქონდეს. ძნელი გადასაწყვეტია რომელი უნდა მივიღოთ სათვალავში და რომელი არა. ასევე რთული გადასაწყვეტია რომელი სიტყვები უნდა ჩაითვალოს ინგლისურად. არსებობს სხვადასხვა ენებიდან წამოსული სიტყვები, რომლებიც ინტენსიურად გამოიყენება ინგლისურ ენაში. მაგალითად ლათინური, ესპანური, ფრანგული, იაპონური. ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ტერმინოლოგია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვადასხვა დიალექტის სიტყვები. ასევე სლენგი. რაც შეეხება რიცხვებს. უნდა ჩაითვალოს თუ არა რიცხვების შესატყვისი სიტყვები ცალკეულ ერთეულებად? ისინი ხომ ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან? თუ კი, მაშინ რამდენი სიტყვა გამოვა მხოლოდ ნულიდან მილიარდამდე დათვლით? მართალია 1 000 000 000 !
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინგლისური და არა მარტო ინგლისური ენა განუწყვეტლივ იზრდება. მას მუდმივად ემატება მრავალი სიტყვა, რათა სრულყოფილად აღწეროს ჩვენი მუდმივად ცვალებადი და მზარდი სამყარო. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია სლენგი და ჟარგონი. უნდა ჩაითვალოს თუ არა ისინი ინგლისურ ენაში?. ერთის მხრივ სლენგი არაოფიციალური სალაპარაკო ენის ნაწილია, რომელსაც იშვიათად შეხვდებით ოფიციალურ დოკუმენტებში თუ სალიტერატურო ნაწარმოებში. მეორეს მხრივ სლენგი და ჟარგონი ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფილმებში და სატელევიზიო გადაცემებშიც კი.ზოგიერთი სლენგის სიტყვები და გამონათქვამები კი ისეთი პოპულარული ხდება, რომ ისინი დროთა განმავლობაში ბეჭდურ და ონლაინ ლექსიკონებში შეიტანება. ეს განაპირობებს იმას, რომ სლენის ცოდნა აუცილებელია თუ გვინდა გავუგოთ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვუყუროთ ფილმებს და სატელევიზიო გადაცემებს. მაგალითად ბოლო 10 წლის განმავლობაში ინგლისურ ენას დაემატა ისეთი სიტყვები, როგორიცაა youtuber (პიროვნება, რომელიც ამზადებს, ტვირთავს და მონაწილეობას იღებს ვიდეოებში იუთუბზე), webinar (სემინარი, რომელიც იმართება ინტერნეტის მეშვეობით), OMG (გამოხატავს გაოცებას ან აღტაცებას)
ახალი სიტყვების დამატებასთან ერთად ძველი სიტყვები გამოდის ხმარებიდან. ასე, რომ ენაში სიტყვების რაოდენობა მუდმივად იცვლება. ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის მეორე გამოცემა, რომელიც გამოვიდა 1989 წელს, შეიცავს 171476 თანამედროვე სიტყვას, 47156 მოძველებულ და მოხმარებიდან გამოსულ სიტყვას და 9500 წარმოებულ სიტყვას. აქედან დაახლოებით ნახევარი არის არსებითი სახელი, დაახლოებით მეოთხედი -- ზედსართავი სახელი და და დაახლოებით ერთი მეშვიდედი -- ზმნა. ამ ვერსიის მიხედვით ინგლისური ენა მოიცავს დაახლოებით 228000 ცალკეულ სიტყვას არსებობს მოსაზრება, რომ ამ დიდი რაოდენონის სიტყვიდან უნდა იცოდეთ 3000 ძირითადი სიტყვა, რათა აღიქვათ და გაიგოთ 95% ყოველდღიური ინგლისური საკითხავი მასალა.
საინტერესოა საშუალოდ რამდენი ინგლისური სიტყვა იციან ადამიანებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით Testyourvocab.com აქვეყნებს ძალზე საინტერესო ინფორმაციას რომელიც შეჯამებულია 2 000 000 მომხმარებლის მონაცემებიდან.
უმეტესობა ზრდასრული ტესტერებისა, რომელთათვისაც ინგლისური არის მშობლიური ენა:
ადამიანები რომელთათვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა:
სხვადასხვა ლექსიკონების მიხედვით ინგლისურ ენაში არის სხვადასცვა რაოდენობის სიტყვა. გთავაზობთ ლექსიკონების მცირე ჩამონათვალს და მათ ვერსიებს ინგლისური სიტყვების რაოდენობისა.
მაშასადემე ძალიან რთულია იმის დადგენა თუ რამდენი სიტყვაა ინგლისურ ენაში. ეს თქვენი გადასაწყვეტია რომელ ვერსიას მიემხრობით და როგორ სისტემას ჩათვლით სიტყვების აღრიცხვის ყველაზე ზუსტ მეთოდად.