რა არის ჟარგონი და რა არის სლენგი? მიუხედავად იმისა, რომ ორივე არაფორმალურ სასაუბრო ენას წარმოადგენს მათ შორის მაინც არის განსხვავება. ჟარგონი გამოიყენება რომელიმე კონკრეტულ სფეროში, ან განსაზღვრულ ჟარგონებს რომელიმე კონკრეტული პროფესიის ადამიანები იყენებენ. რომელიმე, ჟარგონი კონკრეტული სფეროს ან სოციალური ჯგუფის წევრებისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაშინ როცა სხვა ადამიანებისთვის მას შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა
მაგალითად არსებობს ჟარგონები რომლებსაც იყენებენ პოლიციელები, ექიმები, კომერსანტები, მშენებლები, სამხედროები და ა.შ, .
ჟარგონი მრავალ სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. მაგალითისთვის მოვიყვანოთ:
დროთა განმავლობაში ზოგიერთმა ჟარგონმა შეიძლება გადაინაცვლოს ფორმალურ ენაში და აღმოჩნდეს ლექსიკონში.
ხოლო სლენგი არის სიტყვების, და ფრაზების ერთობლიობა,, რომლებიც მასიურად გამოიყენება საზოგადოების მიერ და რომელსაც ყველა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლები იყენებენ . სლენგის უმეტესი სიტყვა ცოტა ხანი ცოცხლობს, მაგრამ ძოგიერთი სიტყვა ჟარგონების მსგავსად გადადის ფორმალურ ენაში და ხვდება ლექსიკონში. სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სლენგი შეიძლება რადიკალურად განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან. სლენგს ასევე მიმართავს ზოგიერთი ჯგუფი საიდუმლოს შესანახად, საგანგებოდ შემუშავებული სიტყვების მეშვეობით, რომელთაგან შეიძლება ზოგი გაქცევას ნიშნავდეს, ზოგი ჩუმად ყოფნას და ზოგი უსაფრთხო სიტუაციაზე მიანიშნებდეს..
სლენგი ხომ არ არის ოფიციალური და ლიტერატურული ენის ნაწილი, მაშინ რატომ უნდა ვისწავლოთ ის? თუ ინგლისური ენა მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებისთვის გჭირდებათ მაშინ დიდი ალბათობით სლენგის ცოდნა არ გამოგადგებათ. მაგრამ თუ გინდათ უყუროთ ფილმებს, ტელეგადაცემებს და სატელევიზიო შოუებს, მაშინ თქვენ სლენგის ვოდნა ნამდვილად დაგჭირებათ.ეს ასევე გამოდადგებათ უცხოელ მეგობრებთან სასაუბროდ.
სლენგის გამოყენების არე საკმაოდ ფართოა. იგი შეიძლება გამოიყენებოდეს მეგობრებს შორის ურთიერთობისას, არაფორმალურ შეხვედრებზე, ფილმებში და სატელევიზიო გადაცემებში და ზოგჯერ ლიტერატურაშიც კი.
სლენგის შესწავლისას პრობლემა ისაა, რომ სლენგი ჩვეულებრივ სასაუბრო ენასთან შედარებით მალე იცვლება და ის სიტყვები თუ ფრაზები, რომლებიც რამოდენიმე თვის წინ აქტიური და ტრენდული იყო, ახლა შეიძლება უკვე მოძველებული და ხმარებიდან გამოსული იყოს. თუმცა არის სლენგის სიტყვები, რომლებმაც გაუძლო დროს და რომელთაგან 36-ს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
თუ გსურთ ისაუბროთ როგორც ნამდვილმა ინგლისელმა უნდა იცოდეთ ზუსტად სად და როდის გამოიყენოთ კონკრეტული ტერმინები. ზოგიერთი მათგანის გამოყენება ფართო საზოგადოებაში შეიძლება მიუღებელი ან სახიფათოც კი იყოს, ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ სლენგის და ჟარგონის გამოყენების სიხშირე.
სლენგი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში განსხვავდება, ასე რომ ფრთხილად იყავით, რომელიმე ჯგუფის სლენგი შეიძლება სხვა სოციალურ ჯგუფში მიუღებელი იყოს.
ინგლისური ენის შემსწავლელთათვის სლენგის ცოდნა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ბრიტანელი და ამერიკული ინგლისურის, განსაკუთრებუთ ახალგაზრდების საუბრის გაგება.