Vocabulary.ge Logo
vocabulary.ge
📚 სასწავლო სტატია

ინგლისური იდიომები

რა არის იდიომატური გამონათქვამი და საერთოდ რაში გვჭირდება მისი ცოდნა?

📅
⏱️5 წთ წაკითხვა
Pigs fly
when pigs fly

რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური იდიომები?

ინგლისურ ენაში იდიომები გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად — როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ კონტექსტში. თუ გსურთ თავდაჯერებულად საუბარი და წერა, მათი ცოდნა აუცილებელია.


💡 რა არის იდიომა?

იდიომა — ფრაზა ან სიტყვათა წყობა, რომელიც არ აღიქმება ცალკეული სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ აქვს სპეციფიური, განსაკუთრებული მნიშვნელობა.


📌 პოპულარული ინგლისური იდიომები მაგალითებით

1 A piece of cake

  • Working on this job is a piece of cake. (ამ სამსახურში მუშაობა ძალიან მარტივია.)

  • She thought the exam would be difficult, but it was a piece of cake. (ის მოელოდა, რომ გამოცდა რთული იქნებოდა, მაგრამ ძალიან მარტივი აღმოჩნდა.)

  • Getting tickets for the match will be a piece of cake for him. (ბილეთების ყიდვა მატჩზე მისთვის ძალიან მარტივი იქნება.)

✔️ მნიშვნელობა: ძალიან მარტივი, ადვილი.


2 Let the cat out of the bag

  • He let the cat out of the bag about his future plans. (მან გაამხილა საიდუმლო თავისი მომავლის გეგმების შესახებ.)

  • Jim was trying to keep their relationship secret, but Natalie let the cat out of the bag. (ჯიმი ცდილობდა მათი ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვას, მაგრამ ნატალიმ გაამჟღავნა.)

✔️ მნიშვნელობა: საიდუმლოს გამჟღავნება.


3 When pigs fly

  • They will renew the building when pigs fly. (ისინი არასოდეს განაახლებენ შენობას.)

  • I will date you when pigs fly. (მე შენ არასოდეს შეგხვდები.)

✔️ მნიშვნელობა: არასოდეს მოხდილი მოვლენა.


4 To cost an arm and a leg

  • This computer cost me an arm and a leg. (ეს კომპიუტერი ძალიან ძვირი დამიჯდა.)

  • Getting his dream job cost him an arm and a leg. (მისი ოცნების სამსახურში მოხვედრა ძალიან ძვირი დაუჯდა.)

✔️ მნიშვნელობა: ძალიან ძვირი.


5 To kill two birds with one stone

  • Today I will go to the car service and pick groceries on the way, killing two birds with one stone. (დღეს გავივლი მანქანის სერვისში და გზად შევიძენ პროდუქტებს, ერთი გასროლით ორ კურდღელს დავიჭერ.)

  • Working from home is killing two birds with one stone — I save money and time. (სახლიდან მუშაობით ერთდროულად ორ სარგებელს ვიღებ— ვზოგავ ფულსა და დროს.)

  • Learning a new language is killing two birds with one stone — new job + brain training. (ახალი ენის სწავლა ერთდროულად ორი სარგებლის მომტანია — ახალი სამსახური და გონების ვარჯიში.)

✔️ მნიშვნელობა: ერთდროულად ორი ან მეტი სარგებლის ნახვა.


6 To cut corners

  • Please avoid cutting corners when working on this project. (გთხოვთ, არ იჩქაროთ ამ პროექტზე მუშაობისას.)

  • The company cut corners, neglecting safety. (კომპანიამ ზერელედ იმუშავა, უგულებელყო უსაფრთხოება.)

✔️ მნიშვნელობა: რაიმეს ნაჩქარევად, ზერელედ გაკეთება.


7 Call it a day

  • I have done too much of this, let’s call it a day. (ძალიან ბევრი გავაკეთე, მოდი დავასრულოთ.)

  • He thinks it’s time to call it a day after nine years of work. (ის ფიქრობს, რომ დროა სამუშაო დაასრულოს 9 წლის შემდეგ.)

✔️ მნიშვნელობა: რაიმეს კეთების შეწყვეტა.


8 To add insult to injury

  • Jack was late and, to add insult to injury, the police stopped him for speeding. ( ჯეკს ისედაც აგვანდებოდა და, სიტუაცია უფრო გაუარესდა, პოლიციამ გააჩერა გადაჭარბებული სიჩქარის გამო.)

  • The flight was delayed, and to add insult to injury, his luggage was lost. (ფრენა გადაიდო და, თითქოს ცეცხლზე ნავთი დაასხეს, მისი ბარგიც დაიკარგა.)

✔️ მნიშვნელობა: მდგომარეობის გაუარესება, ცეცხლზე ნავთის დასხმა.


9 Get out of hand

  • His drinking habit was getting out of hand. (მისი დალევის ჩვევა კონტროლს აღარ ემორჩილებოდა.)

  • They called the police when the situation began to get out of hand. (პოლიციას დაურეკეს, როცა სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა.)

✔️ მნიშვნელობა: კონტროლის დაკარგვა სიტუაციაზე ან ადამიანზე.


10. The last straw

  • The last straw for him was the annoying message. (ბოლო წვეთი მისთვის იყო გამაღიზიანებელი შეტყობინება.)

  • Ok, this is the last straw! I won’t bear it anymore. (კარგი, ეს უკვე ბოლო წვეთია! მეტს აღარ მოვითმენ.)

✔️ მნიშვნელობა: ბოლო წვეთი.


11 Pull someone’s leg

  • Don’t believe this story, he’s just pulling your leg. (არ დაიჯერო ეს ამბავი, ის უბრალოდ გატყუებს.)

  • I was just pulling your leg when I said you won the lottery. (მოგატყუე, როცა ვთქვი, რომ ლატარიაში მოიგე.)

✔️ მნიშვნელობა: ვინმეს გაცურება, მოტყუება.


12 Look before you leap

  • You better look before you leap. (კარგად დაფიქრდი, სანამ დაიწყებ მოქმედებას.)

  • People must look before they leap when taking important measures. (ადამიანებმა კარგად უნდა შეაფასონ სიტუაცია, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.)

✔️ მნიშვნელობა: სიტუაციის შეფასება მოქმედებამდე.


13 Take it with a grain of salt

  • I have read that post, but I take it with a grain of salt. (მე წავიკითხე ეს პოსტი, მაგრამ არასერიოზულად მივიღე.)

  • Know which info to take seriously and which with a grain of salt. (იცოდეთ, რომელი ინფორმაცია სერიოზულად მიიღოთ და რომელი არასერიოზულად.)

✔️ მნიშვნელობა: არასერიოზულად მიღება, ეჭვის თვალით შეხედვა.


14 Give someone a cold shoulder

  • She gave me a cold shoulder at the party. (წვეულებაზე მან მე იგნორირება გამიკეთა.)

  • Bill never gives anyone a cold shoulder when asked for help. (ბილი არასოდეს ამბობს უარს, როცა დახმარებას სთხოვენ.)

✔️ მნიშვნელობა: ვინმეს იგნორირება, ცივად და არამეგობრულად მოქცევა.


15 So far so good

  • How is the project going? — So far, so good. (როგორ მიდის პროექტი? — ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა.)

  • It’s been so far, so good with my new job. (ახალ სამსახურში ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.)

✔️ მნიშვნელობა: ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.


📌 რაში გვჭირდება იდიომები?

იდიომები აუცილებელია, რადგან:

  • ისინი ხშირია ზეპირ და წერილობით ინგლისურში

  • ზრდიან თქვენს თავდაჯერებულობას საუბრისა და წერის დროს

  • გეხმარებათ არ აღმოჩნდეთ უხერხულ სიტუაციაში

💡 მაგალითად:

  • I am going to hit the sack → აპირებს დასაძინებლად წასვლას, და არა ტომრის დარტყმას.

✔️ დასკვნა: იდიომების ცოდნა თქვენს ინგლისურს უფრო ცოცხალს, ბუნებრივს და შინაარსობრივად გამართულს გახდის.

V

vocabulary.ge

ინგლისურის სწავლის პლატფორმა