რომელია სწორი ფორმა? All right თუ Allright? და რომელი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს არაფორმალურ თუ ფორმალურ ინგლისურში? თუ თქვენ ეს გაინტერესებთ და გსურთ ინგლისური ენა სიღრმისეულად შეისწავლოთ, მაშინ ამის ცოდნა თქვენთვის აუცილებელია
ჯერჯერობით გავიხსენოთ რას ნიშნავს All right
All right ნიშნავს:
All right-ის სინონიმები ინგლისურ ენაში:
All right ერთად ერთი მიღებული ფორმაა როგორც ბრიტანულ ასევე ამერიკულ ინგლისურში
თუმცა ლოგიკური მიზეზი იმისა, რომ allright არასწორია არ არსებობს.
ლექსიკონი მუდმივად იცვლება და ვითარდება და მსგავსი სიტყვები, რომლებიც იწყება al - ზე დროთა განმავლობაში შეერთდა და ერთად იწერება., მაგალითად always, already, altogether, although.
არაფორმალურ მიმოწერაში ჩვეულებრივად შეგიძლიათ allright გამოიყენოთ და ამით საფრთხე არ შეექმნება თქვენი აზრის გადმოცემის სისწორეს.
მაგრამ ინგლისურის მცოდნეების უმეტესობა allright - ს შეცდომად ჩაგითვლით. და თქვენ რისკავთ, რომ თქვენი ინგლისურის დონე ბევრად დაბლად ჩათვალონ ვიდრე არის სინამდვილეში.
ახლა, ამ სტატიის წერის დროს ჩემი ტექსტის რედაქტორი ( google docs ) allright - ს წითელ ხაზს უსვამს ქვეშ და მანიშნებს, რომ არასწორია. ამას მიანიშნებს ასევე სხვა ტექსტის რედაქტორებიც, როგორიცაა Microsoft Word და Grammarly.
ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, რომ თავი დავიზღვიოთ და ყოველთვის გამოვიყენოთ All right. ამით მივეჩვევით სწორად წერას და ყველგან - ფორმალურ თუ არაფორმალურ მიმოწერაში სწორ ფორმას ავირჩევთ.