ჩვენს შესსახებ

ვებ-გვერდი vocabulary.ge დაარსდა 2019 წელს. მას შემდეგ იგი მუდმივად განიცდის დახვეწას და სრულყოფას. გვერდის მიზანია მის ვიზიტორს ონლაინ შეასწავლოს 500 ინგლისური სიტყვა. ვებ-გვერდს თანდათან ემატება სხვადასხვა საინტერესო ამბები და სიახლეები. სტატიები ინგლისური ენის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე, რომელზეც პერიოდულად განთავსდება ახალი სტატიები. ამჟამად ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ინგლისური ენისთვის დამატებული ახალი სიტყვები, ინგლისური ჟარგონები და სლენგი, და სხვა სიახლეები. ასევე vocabulary.ge გთავაზობთ ინგლისური ენის არაწესიერი ზმნების ჩამონათვალს, რომელსაც თან ახლავს სატესტო გვერდი, რომელზეც შეძლებთ ინტერაქტიულად შეისწავლოთ ინგლისური ენის ძირითადი 50 არაწესიერი ზმნა. თუ რაიმე იდეა გექნებათ გვერდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწეროთ საიტის საკონტაქტო გვერდზე.

გვერდის გამოყენების ინსტრუქცია

ვებგვერდის მიზანია მის მომხმარებელს უფასოდ შეაწავლოს 500 ინგლისური სიტყვა. გვერდის მოხმარებისთვის საჭიროა შეხვიდეთ მთავარ გვერდზე, დააჭიროთ ღილაკს სწავლის დაწყება, რომელიც გადაგიყვანთ რეგისტრაციის გვერდზე. სისტემაში შესვლის შემდეგ, გადამისამართდებით თქვენს გვერდზე. ამის შემდეგ ვაწვებით ღილაკს "სწავლის გაგრძელება", ვიმახსოვრებთ გვერდზე მოცემულ სიტყვებს და ვაწვებით ღილაკს "ტესტის დაწყება". გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ იგივე სიტყვებზე უნდა უპასუხოთ პირიქით, ქართულიდან ინგლისურზე. ამ ეტაპის დასრულების შემდგომ გადახვალთ შემდეგ დონეზე და ისწავლით კიდევ 10 ინგლისურ სიტყვას.

სწავლის დაწყება