რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური იდიომები

რა არის იდიომა?

იდიომა არის ფრაზა ან სიტყვათა წყობა, რომელიც არ აღიქმება მისი ცალკეული სიტყვების პირდაპირი გაგებით, არამედ აქვს სპეციფიური მნიშვნელობა.

ქვემოთ გთავაზობთ ინგლისურ იდიომატურ გამონათქვამებს, რომლებიც ძალიან დაგეხმარებათ როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ ინგლისურში.

  1. A piece of cake - ითქმის რაღაც ძალიან მარტივზე, რისი მიღწევაც ძალიან ადვილია
  2. Let the cat out of the bag - რაიმე საიდუმლოს გაამჟღავნება (შემთხვევით ან განზრახ)
    • He let the cat out of the bag about his future plans.
    • Jim was trying to keep their relationship in secret, but Natalie came and let the cat out of the bag.
  3. When pigs fly - იგულისხმება მოვლენა, რომელიც არასოდეს მოხდება
  4. To cost an arm and a leg - იგულისხმება, რომ რაღაც ძალიან ძვირია
  5. To kill two birds with one stone - ერთდროულად ორი ან რამოდენიმე სარგებლის ნახვა, (ქართ. ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა)
  6. To cut corners - რაიმეს ზერელედ და ნაჩქარევად გაკეთება
  7. Call it a day - რაიმეს კეთების შეწყვეტა
  8. To add insult to injury - რაიმეს კიდევ უფრო გაუარესება, (ქართ - ცეცხლზე ნავთის დასხმა)
  9. Get out of hand - რაიმეზე (სიტუაციაზე ან ადამიანზე) კონტროლის დაკარგვა
  10. The last straw - ბოლო წვეთი
  11. Pull someone’s leg - ვინმეს გაცურება, მოტყუება
  12. Look before you leap - რაიმე სიტუაციის კარგად შეფასება, სანამ მოქმედაბას დაიწყებდე (ქართ. ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე)
  13. Take it with a grain of salt - რაიმეს არასერიოზულად მიღება, ეჭვის თვალით შეხედვა
  14. Give someone a cold shoulder - ვინმეს იგნორირება, განზრახ ცივად და არამეგობრულად მოქცევა
  15. So far so good - ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის (არის)

რაში გვჭირდება საერთოდ იდიომები?

იდიომები ხშირად გვხვდება ზეპირ თუ წერილობით ენაში. ადამიანები მშობლიურ ენაში ხშირად იყენებენ იდიომებს, ამიტომ თუ გვინდა, რომ არ აღმოვჩნდეთ უხერხულ სიტუაციაში და ვიყოთ უფრო თავდაჯერებულები საუბრისას ან წერისას, უნდა აუცილებლად ვიცოდეთ იდიომატური გამოთქმები. ეს ეხება არა მხოლოდ არაფორმალურ, არამედ ფორმალურ ინგლისურსაც. მაგალითად თუ ადამიანი გეუბნებათ, I am going to hit the sack, ეს არ ნიშნავს რომ ის აპირებს ტომარას დაარტყას, არამედ ის გულისხმობს, რომ აპირებს დასაძინებლად წასვლას. იდიომატური გამოთქმებით ქართული ენაც ძალიან მდიდარია, და ქართული ენის შემსწავლელებმაც აუცილებლად უნდა შეისწავლონ. მაგალითად წარმოიდგინეთ თქვენი უცხოელი მეგობრის გაკვირვება, რომელსაც ეუბნებით, რომ ვიღაცამ ტვინი შეგიჭამათ, ან ვიღაცამ თვალს წყალი დაალევინა,.